ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩაქურას“ გრან პრი გადაეცა
14-05-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩაქურას“ გრან პრით  დაჯილდოვდა.

აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ბავშვთა ანსმბლების ოლიმპიადას, რომლის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და
პოპულარიზაცია.

ოლიმპიადის მესამე - ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი 2019 წლის 10 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა.

ჟიურის შეფასების საფუძველზე ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩაქურას“, რომლის ხელმძღვანელია თენგიზ ჭაღალიძე,  უმაღლესი ჯილდო - გრან პრი გადაეცა.

დირექცია და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ანსამბლის ხელმძღვანელს და მის მონაწლილეებს ამ დიდ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203