ხაჩკოვის საჯარო სკოლაში უილიამ შექსპირის დაბადების დღესა და ინგლისური ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
14-05-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიეძღვნა, ერთის მხრივ,  23 აპრილს უილიამ შექსპირის დაბადების დღეს და მეორე მხრივ ინგლისური ენის დღეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს შექსპირის ბიოგრაფიაზე, ინგლისური ენის დღის მნიშვნელობაზე, ინგლისურ და სომხურ ენებზე სონეტები წაიკითხეს. მათ ასევე სიმღერა შეასრულეს. სკოლის აღსაზრდელებმა მოამზადეს კედლის გაზეთი, სადაც ყურადღება გაამახვილეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებზე.

ღონისძიება გაიმართა ინგლისური ენის მასწავლებლის ნუნე გალუსტიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას ასევე სკოლის დირექტორი და პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203