წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია - ,,სარწმუნოება, ზეციური საგზალი“ გაიმართა
14-05-2019
ოტია იოსელიანის სახელობის,  წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, 10 მაისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებული, მოსწავლეთა კონფერენცია - ,,სარწმუნოება, ზეციური საგზალი“ გაიმართა.

კონფერენცია ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობის“ (ხელმძღვანელი თ.ბობოხიძე) და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის (ხელ-ლი: ნ.ჭოლოკავა) ორგანიზებით ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებმა წმინდა მოციქულის სამისიონერო საქმიანობისა თუ მისი წმინდა ნაწილების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა ასევე დამსწრე საზოგადოებას იმ პოლიტიკურ თუ სასულიერო მოღვაწეებზე უამბეს, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობა განამტკიცეს.

სკოლის დირექტორმა კონფერენციაში მონაწილეობისათვის მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203