ოდიშის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
14-05-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოაცხადა.
კვირეული 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა (I-XIკლ.), საკონფერენციო თემების დამუშავება და პრეზენტაცია (I-XIIკლ.) და კედლის გაზეთის გაფორმება (I-XIIკლ.).
კვირეულის დახურვის დღეს კი ღონისძიება - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ გაიმართა. ღონისძიებაში სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსებით, გამონათქვამებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ.
აღნიშნულ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე ეკატერინე ჭურღულია ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს