ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ჰოიდა ნანა ისევ ისმის“ გაიმართა 
14-05-2019
ომარ ასლანიძის სახელობის ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ზურაბ გორგილაძის კვირეულთან დაკავშირებით, ღონისძიება თემაზე „ჰოიდა ნანა ისევ ისმის“ ჩატარდა. 

ღონისძიება პედაგოგის, მანანა მუშამბაძის ორგანიზებით გაიმართა და მასში V-VI-VII- კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს პოეტის ცხოვრებაზე. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203