დამიის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნეს
14-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ტრადიციულად ღონისძიებით აღინიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მონაწილეებმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირები გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. დასასრულს, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და შინმოუსვლელი ჯარისკაცის ობელისკი ყვავილებით შეამკეს.

აქტივობაში პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად თემიც აქტიურად მონაწილეობდა.

წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203