პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
14-05-2019
ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები, კროსვორდი და ლექსი, რომლებიც შემდგომ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოადგინეს.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს