ჟდანოვის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ღონისძიება -  „ომი და მშვიდობა“ მიუძღვნეს
14-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება -  ,,ომი და მშვიდობა“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი მიაგეს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს ტკივილითა და ასევე სიხარულით აღსავსე 9 მაისი, რომელიც საშინელ ომთან და გამარჯვებასთან ასოცირდება და  პატივი მიაგეს სოფლიდან წასულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ შინმოუსვლელ გმირებს. მათ პატივსაცემად და უკვდავსაყოფად ბავშვებმა ისტორიის მასწავლებლის, ნაირა მარიკიანის დახმარებით მოიძიეს სოფელში ინფორმაცია და ფოტომასალები ომში დაკარგული გმირების შესახებ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203