იგოეთის საჯარო სკოლაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა 
14-05-2019
კასპის მუნიციპალიტეტის იგოეთის საჯარო სკოლის მესამე კლასში სამოდელო ინტეგრირებული (ქართული+ბუნება) გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი უფროსმა მასწავლებელმა ნათია ფელიშვილმა ჩაატარა. 

„კლასი შედგება სამი მოსწავლისგან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ გაკვეთილი ყოფილიყო საინტერესო და სახალისო. ყველა აქტივობას ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი და შედეგიც მიზნის შესაბამისი იყო. გაკვეთილი შეფასდა მაღალი ქულით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203