XII კლასელებისთვის ექსტერნის გამოცდაზე დარეგისტრირებისა და გამოცდის ჩატარების ვადები შეიცვალა
14-05-2019

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 30%-ის და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები შეიცვალა.

კერძოდ კი განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაციის  ვადად განისაზღვრა - მიმდინარე წლის 21 მაისიდან 24 მაისი ჩათვლით პერიოდი; გამოცდის ჩატარების ვადად კი დადგინა - მიმდინარე წლის 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,  თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის  მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203