ნაქალაქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი მოინახულეს
14-05-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ღონისძიება „ჩვენ არასოდეს ვივიწყებთ საქართველოსადმი თავდადებულ ჩვენს წინაპრებს“ მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს