თბილისის N167 საჯარო სკოლაში სამოდელო ექსპერიმენტული გაკვეთილები ჩატარდა
14-05-2019
თბილისის N167 საჯარო სკოლის ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა ნონა ანთიძემ მე-8 - მე-9 კლასებში სამოდელო ექსპერიმენტული გაკვეთილები ჩაატარა.
გაკვეთილები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და ექსპერიმენტები ჩაატარეს. იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.