წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
14-05-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპული გმირების მემორიალს ესტუმრნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება. წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.