მოხისის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
14-05-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის,  მოხისის საჯარო სკოლას 9 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის, აღმამედლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ.

მოხისის საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაცნობის შემდეგ ორივე სკოლის მოსწავლეებმა თაიგულით შეამკეს მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა ობელისკი და ფაშიზმთან ბრძოლაში დაცემულ მეომრებს პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა ასევე სკოლის სკვერში ერთობლივად დარგეს ყვავილები, შემდეგ კი იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

„იყო სიმღერა, ცეკვა და ცოტა სევდიანი დაშორება იმ სურვილით, რომ შემდგომში აღმამედლოში შევხვდებით. მეგობრობა გვაძლიერებს და აძლიერებს ქვეყანას, სამყაროს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203