ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაკულატურას აგროვებენ
14-05-2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებს აქტიურად ახორციელებენ.
„IVგ კლასში ბუნების პროექტ-გაკვეთილის (მასწავლებელი: ინგა ვარდიძე) „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ განხორციელების დროს გაჩნდა იდეა (იდეის ავტორი: სანდრო თედორაძე), დაგვედგა ყუთები, რომელშიც შევაგროვებდით უსარგებლო ქაღალდის ნარჩენებს, რვეულებს და ნაგვის ურნის ნაცვლად, საგანგებო ყუთში ჩავყრიდით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი აქცია გარემოს გადასარჩენად შემდეგი სლოგანით - „1 ტონა გადამუშავებული ქაღალდისაგან შესაძლებელია 17 ხის გადარჩენა“, რომლის განხორციელებაშიც მთელი სკოლა შეიტანდა თავის წვლილს.
მოსწავლეების აზრით, ისინი შეგროვებულ მაკულატურას ახალ წიგნებში გადაცვლიან, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს.