„ეტალონმა“ ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
13-05-2019
ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“  წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 

სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

მოსწავლეებს სერტიფიკატები საზეიმო ვითერებაში გადაეცათ.  დაჯილდოვების ღონისძიებას „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ წელს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლემ ილონა ნაკაშიძემ მოიპოვა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203