ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეგიონალურ ოლიმპიადაში უმაღლესი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს
13-05-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შპს "მწიგნობარის" მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ოლიმპიადაში უმაღლესი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს.
დაჯილდოვდნენ ასევე მათი პედაგოგები. მოსწავლეებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სკოლა აღსაზრდელებს და მათ მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.