კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიურად ჩაერთნენ
13-05-2019
კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხულოს რესურცენტრის ორგანიზებულ ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთნენ.
ოლიმპიადა სამ საგნობრივ ჯგუფში: სამოქალაქო განათლება, ინგლისური ენა, გეოგრაფია გაიმართა და მასში სკოლის IX , X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კორტოხის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ოლიმპიადის ორგანიზატორებს და წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილეს.