ფურტიოს საჯარო სკოლაში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია „მე მიყვარს დედა ენა“ გაიმართა 
13-05-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია „მე მიყვარს დედა ენა“ გაიმართა. 

ღონისძიება დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ორგანიზებით ჩატარდა და მასში მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ დედა ენაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203