ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზა
13-05-2019
ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზა.
ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში ,,კოკა-კოლას თასი 2019“გაიმართა. ტურნირში მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. ვანის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ჯერ სალხინოს საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 5:0, შემდეგ ზედავანის საჯარო სკოლა 1:0, ფინალში კი ტობანიერის საჯარო სკოლის გუნდს სძლია ანგარიშით 3:0.
გატანილი გოლების ავტორები არიან: ბელთაძე საბა - 5 გოლი, ოქროპილაშვილი ოთო - 2 გოლი, ხელაძე ჯემალი -1 გოლი და ბოლქვაძე თემური - 1 გოლი.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის გუნდის ყველა მოთამაშეს და სპორტის პედაგოგებს, მალხაზ დვალიშვილს, ჯიმშერ ვერულაშვილს და თამაზ ორმოცაძეს მიღწეული წარმატებისთვის.