უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ სობილი“ მონაწილეობდნენ
13-05-2019
მესტიის N1 საჯარო სკოლაში პროექტი „დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ სობილი“ (ხელმძღვანელი: სვეტლანა მჭედლიანი) გაიმართა.
პროექტში მესტიის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო უშგულის საჯარო სკოლის 2 გუნდი საბაზო და საშუალო საფეხურებიდან( ხელმძღვანელი: ნაირა ღვაჩლიანი).
თითოეული სკოლა საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგა მაყურებლის წინაშე, შემდეგ კი გუნდებს შორის გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი. პირველად საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ორი დამატებითი რაუნდის შემდეგ, თანაბარი ქულების გამო, ჟიურიმ გამარჯვებულად გამოაცხადა უშგულისა და იელის საჯარო სკოლის გუნდები. უშგულის საჯარო სკოლისთვის წარმატებული გამოდგა საშუალო საფეხურის მოსწავლეების პაექრობაც - ინტელექტუალურ შეჯიბრში უშგულის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
გამარჯვებული გუნდები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს