ხცისის საჯარო სკოლაში განგაშის ინსცენირება მოაწყვეს
13-05-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ხცისის საჯარო სკოლაში განგაშის ინსცენირება მოაწყვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მიხედვით სკოლა ვალდებულია მოაწყოს საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.

ამ მიზნით სკოლაში მოეწყო ცრუ განგაში, რომლის მიზანი იყო საგანგებო სიტუაციის დროს სკოლის შენობაში მყოფ პირთა რეაგირებაზე დაკვირვება, პასუხისმგებელი პირების მიერ ფუნქციების შესრულების ინსცენირება, საგანგებო სიტუაციების დროს გამოყენებული საერთაშორისო კოდის ნიშნების გაცნობა. 

ღონისძიება ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203