სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ
13-05-2019
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი „ეტალონი-2019“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბათუმის N25 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე, განათლებისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტი ნარგიზ ციმნარიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„ეტალონის“ საუკეთესო ხუთეულში, 63 ქულით გავიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე რეზი შარაშიძე.
სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ეროვნულ ჩემპიონატსა და მე-2 ტურში გადასულ მოსწავლეებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს