ველისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თამარ მენაბდიშვილმა და მზია ალთუნაშვილმა მათემატიკაში პროექტ-გაკვეთილი ჩაატარეს
13-05-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ველისციხის საჯარო სკოლის VII და VIII კლასებში მასწავლებლებმა თამარ მენაბდიშვილმა და მზია ალთუნაშვილმა მათემატიკაში პროექტ-გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილის თემა იყო - „სამკუთხედის ტოლობის ნიშნებისა და ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას“, კერძოდ მიუვალ ობიექტებამდე მანძილის გამოთვლა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.

„მოსწავლეების აქტიურობა და ხალისიანი განწყობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გაგრძელდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203