კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ
13-05-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ცირა მამუკაშვილი და ლიკა აბგაიძე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით 73-ე კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.
ცირა მამუკაშვილმა და ლიკა აბგაიძემ სამ სექციაში (ქართული ენის, ფოლკლორის, ისტორიის) წარადგინეს თემები: „ჩემი სოფლის ტოპონიმები“, „შაშვი რომ დაიჭახჭახებს, დედა მიცნოდით ხმაზედა“ და „წმინდა ექვთიმეს შვილობილი მანანა მჭედლიშვილი - ჩემი სოფლის ექთანი“.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სამივე ნაშრომი სიგელებით დაჯილდოვდა.