აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში პროექტი - ,,ჩემი მხარის ისტორიული და კულტურული გარემო“ განხორციელდა
13-05-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში საგანში - მე და  საზოგადოება პროექტი - ,,ჩემი მხარის ისტორიული და კულტურული გარემო“ განხორციელდა.

საგანს სკოლის აღსაზრდელებს მასწავლებელი დალი ეჯიბია ასწავლის. 

პროექტი 2 კვირა (29.04-10.05.2019წ) მიმდინარეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ პერიოდის მანძილზე ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში გასვლითი ექსკურსია ჩატარდა, მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პოსტერები შექმნეს და პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტატორები - ნიკოლოზ ჭანტურია,თამარ კიკალიშვილი,საბა ხარგელია და თევდორე პერტაია იყვნენ. 

საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს მესამე ჯგუფის მოსწავლეებმა - ნიკა ხარგელიამ და თამარ კიკალიშვილმა.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მასალები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203