წალკის N1 საჯარო სკოლაში სახალისო ფიზიკასა და მათემატიკაში ვიქტორინა გაიმართა
13-05-2019
წალკის N1 საჯარო სკოლაში სახალისო ფიზიკასა და მათემატიკაში მუნიციპალური კონკურსი „მოაზროვნე“ ჩატარდა.
კონკურსის ორგანიზატორები წალკის N1 საჯარო სკოლა და ხარებას საჯარო სკოლა იყო, ხოლო პროექტს ფიზიკის კონსულტან-მასწავლებელი ნესტან მიქაძე ხელმძღვანელობდა.
კონკურსში წალკის N1, ხარებას, საყდრიონის, არწივანის, ახალშენის და სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურენტული სწავლების ფორმაზე დაფუძნებული კონკურსი მეტად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ორი საფინალო ტური შემდეგ გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2019 წლის ტიტულის მფლობელი - წლის „მოაზროვნე“ - წალკის N 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მილენა გეორგიევა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კონკურსის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ წალკის საჯარო სკოლების დირექციები და პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს