დამიის საჯარო სკოლაში ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 150 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
13-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 150 წლისთავი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა თუმანიანის ლექსები წაიკითხეს და ცნობილი ზღაპრებიდან ნაწყვეტები გაითამაშეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე გაიხსენეს შემოქმედის რთული ბავშვობა, ახალგაზრდული წლები და სიყვარულის ისტორია.
ღონისძიებას სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიუდმილა ნალბანდიანი ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს