ნაქალაქარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს
13-05-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ რამდენიმე ღონისძიებაში.
დაწყებით საფეხურის მოსწავლეებისათვის კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა გაიმართა. ასევე ჩატარდა კონკურსი - „ვწეროთ გამართულად“.
ქართული ენის კვირეულის მოწყობასა და საინტერესოდ წარმართვაში მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკარი - ნათია ხორნაული, კლასის დამრიგებელი რუსუდან წიკლაური, მადონა ტუშური, მზია ხუცურაული, ქართული ენის პედაგოგი მაია ბურდული. თითოეული ღონისძიება წარიმართა სკოლის დირექტორის ელზა ჯავარაშვილის დიდი მხარდაჭერით.