გორის N12 საჯარო სკოლის პროექტმა სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსში 12000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
13-05-2019
გორის N12 საჯარო სკოლის პროექტმა სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსში –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვა და 12000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. 

„გორის N12 სკოლა სიამაყით აღნიშნავს, რომ მოიპოვა 12000 ლარიანი გრანტი პროექტით - „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით", რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის –ფარგლებში განხორციელდა.

მადლობას ვუხდით ფიზიკის პედაგოგ ჟუჟუნა ვანიშვილს აქტიური მუშაობისათვის, რომელმაც კონკურსში წარადგინა პროექტი - ,,დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - თემა : გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ცვლილებების კვლევა დისტანციური ზონდირებით და გის-ის (გეო ინფორმაციული სისტემების) გამოყენებით. პედაგოგს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას. ასევე, მადლობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს საინტერესო შემოთავაზებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203