ბარეთის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა 
13-05-2019
წალკის მუნიციპალიტეტის ბარეთის საჯარო სკოლაში კომპანია GMP-ისა და წალკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის დახმარებით, გამწვანების აქცია გაიმართა. 

აქციის ფარგლებში სკოლაში დაირგო კედარის, ნაძვისა და მუხის ხეები.

„დიდი მადლობა უპირველესად ბატონ კახაბერ ოქრიაშვილს, კომპანია GMP-ს და სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა გამწვანების აქციაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203