ოყურეშის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა 
13-05-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ. 

ცაგერის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების გოგონათა გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. 

ტურნირზე პირველი ადგილი ოყურეშის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მალხაზ მამარდაშვილის ხელმძღვანელობით. 

ოყურეშის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მას და გოგონებს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203