ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმში ისტორიის დამატებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IX ა და IX ბ კლასების მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმში ისტორიის დამატებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუზეუმის დირექტორმა ბატონმა რეზო ტაკიძემ მოსწავლეებს ოკუპაციის ოთახში დაცული ექსპონატები გააცნო. მასწავლებელმა მადონა გოგიტიძემ კი სკოლის აღსაზრდელებს საბჭოთა მმართველობის წლებზე მიწოდებული ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით შეახსენა და მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა.
იხილეთ ფოტოები