ჩხორიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ზეიმი გამართეს 
13-05-2019
ჩხორიის საჯარო სკოლის პირველ კლასში მასწავლებლის, ელიკო გაბუნიას ხელმძღვანელობით, ანბანის ზეიმი გაიმართა. 

ზეიმს მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები თითოეულ ასო-ბგერასთან დაკავშირებით, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს ინსცენირებები. მათ მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები.

„ღონისძიებაზე ჩანდა პედაგოგის დაუღალავი შრომის შედეგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა მშობლებთან“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203