''გაზაფხული შემოსულა ლენ'' - ნამაშევის სკოლაში ჩატარებული ღონისძიება დედისა და ქალთა დღესასწაულს მიეძღვნა
03-04-2017

ნამაშევის სკოლაში გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება - ''გაზაფხული შემოსულა ლენ'' ჩატარდა. 

ღონისძიება დედისა და ქალთა დღესასწაულს მიეძღვნა. მასში ΙV –ΧΙ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მხატვრული კითხვის, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების ლონდა ჯამბურიძის , ნორა ონიანის,ლედი ბოლქვაძისა და მუსიკის მასწავლებლის თვალმზისა გიორხელიძის ორგანიზატორობით მოეწყო.  დირექციის მხარდაჭერით მუსიკალური გაფორმება და ვიდეოგადაღება დაფინანსდა.

სკოლის დირექტორმა მინდია გველებიანმა, ღონისძიების ორგანიზატორებსა და პედაგოგ ქალბატონებს მიულოცა დედის დღე და 8 მარტი და გადასცა ფასიანი საჩუქრები.

 

ღონისძიების ორგანიზატორები დირექციას მხარდაჭერისათვის მადლობას  უხდიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...