თბილისის N48 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
10-05-2019
თბილისის N48 საჯარო სკოლის მე-6/2 კლასში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მაიკო მაჩურიშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - ელექტრონული ცხრილი Excel. არითმეტიკული მოქმედებების გამოთვლა ფორმულებით და მათი გავრცელება Excel-ში. სვეტოვანი, წრიული და წერტილოვანი დიაგრამების აგება.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. სკოლის აღსაზრდელები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.