თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინე დავითურმა ბუნების გაკვეთილი ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარა
10-05-2019
თბილისის N133 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა მარინე დავითურმა სადამრიგებლო კლასში ბუნების გაკვეთილი ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების ჩართულობა და ინტერესი გაიზარდა. გაიარეს თემა - „ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი“, ამ თემის ფარგლებში ერთ-ერთი გაკვეთილი იყო თუთის აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლი. ეს თემა შეაჯამეს შემდეგ გაკვეთილზე „კაჰუტის“ გამოყენებით.