ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ღონისძიება „დედამიწა ჩვენი სახლია“ გაიმართა
10-05-2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: იზა მარსაგიშვილი) ღონისძიება „დედამიწა ჩვენი სახლია“ გამართეს.
„მათ პარალელური კლასის მოსწავლეებს გააცნეს ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, ჰაერის, წყლის, გარემოს დაბინძურება, რამაც შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. მოუწოდეს, რომ გაუფრთხილდნენ ჩვენს პლანეტას, დაიცვან, რათა შესაძლებელია ბუნებამ არ გვაპატიოს... „ბუნებაა ბრძანებელი და არა ადამიანი“ - მოასმენინეს ინფორმაცია ამის შესახებ, ლექსები და აყურებინეს მოსწავლეების მიერ გახმოვანებული სლაიდ-შოუ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით „დედამიწამ რა სთქვა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა და დირექციამ ბარათებზე დაწერეს რამდენიმე წინადადება, თუ რას უსურვებდნენ დედამიწას, მიაკრეს ბუშტებს და ჰაერში გაუშვეს.
დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს