კიდევ ერთი ლამაზი და შემეცნებითი დღე ხონის N2 საჯარო სკოლაში
10-05-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა.
„სკოლის პირველი კლასის პედაგოგებმა: ხათო მოსაშვილმა და ლია სებუამ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებს. მათ „მომავლის კლასში“ მოსწავლეებთან ერთად უყურეს მულტფილმებს სიკეთეზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აქტივობით მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ და ისურვეს, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს.