სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - ,,არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, - თვარა,- კი!“ განახორციელეს
10-05-2019
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის VI-ბ კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო პროექტი - ,,არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, - თვარა,- კი!“ განახორციელეს.
პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია დგებუაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სენაკში კერძო შენობებსა თუ დაწესებულებებზე უხვად გაბნეული ბარბარიზმები მოიძიეს და მათ შესატყვისი ქართული ფორმები შეუსაბამეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს და დაარიგეს. გაიმართა მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეებმა ორიგინალური ხელნაწერები წარმოადგინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს