სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკართან ერთად დედა ენის დღე აღნიშნეს
10-05-2019
სენაკის N3 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკარ ნონა სკურიდინთან ერთად დედა ენის დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა, ბიბლიოთეკარის ხელმძღვანელობით, კედლის გაზეთი - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ დაამზადეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს