შაუმიანის N1 საჯარო სკოლამ ინტერკულტურულ პროექტში ინდოეთი წარმოადგინა 
10-05-2019
მარნეულის კულტურის სახლმა პროექტი „ინტერმედია“ ჩაატარა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს, მათ კულტურასა და ტრადიციებს ეხებოდა. 

პროექტში მონაწილეობდნენ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ქვეყანა ინდოეთი წარმოადგინეს. 

„დავბრუნდით წარსულში, გავიხსენეთ ინდური ფილმები, გავაცოცხლეთ ყველასთვის საყვარელი ინდური ფილმების გმირები „რაჯ კაპური“,  „დისკოს მოცეკვავეები“ და „ჯიმი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, სკოლას „საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის“ ჯილდო გადაეცა. 

შაუმიანის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მარნეულის კულტურის სახლს, პროექტში ჩართულ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203