დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლიმატური ცვლილების საფრთხე გაიზრეს
10-05-2019
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კლიმატური ცვლილების საფრთხე გაიზრეს და დოკუმენტური ფილმი - „წარღვნამდე!“ ნახეს.
„დავფიქრდეთ საერთო მომავალზე, გავიაზროთ კლიმატური ცვლილების საფრთხე, ვნახოთ დოკუმენტური ფილმი -წარღვნამდე!“-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.