„იმიტირებული ხანძარი“ თბილისის N103 საჯარო სკოლაში 
10-05-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლა ჩართულია ორ უმნიშვნელოვანეს პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ და „საჯარო სკოლის მოვლა-პატრონობა“. 

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად შემუშავდა ერთობლივი პროექტი, რომელიც ეხმიანება მდგრადი განვითარების გლობალურ მიზანს - „ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება“. 

პროექტის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სკოლაში მოხდა ,,ხანძრის პროვოცირება“, რომლის მიზანიც იყო, დაედგინათ, საგანგებო სიტუაციაში (ხანძარი) რამდენად დაცულია სკოლის მუშაკთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება, რამდენად გამართული და ეფექტურია სკოლის საგანგებო სიტუაციების შტაბის ცალკეული ჯგუფებისა და სამაშველო სამსახურის კოორდინირებული საქმიანობა.

„როგორც აღმოჩნდა, სკოლა მზად არის გამოწვევებისთვის და ჩვენი სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის გარანტირებულად შექმნილია სიცოცხლისა და საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203