თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში 9 მაისს ღონისძიება მიუძღვნეს
10-05-2019
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს „მობილური ბრიგადა“. მათ დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში წარმოადგინეს ინფორმაციულ-ლიტერატურული კომპოზიცია ომის დაწყების მიზეზების, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
ასევე, მთელი დღის განმავლობაში, შესვენებებზე, მიმდინარეობდა მე-11 კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი საინფორმაციო ვიდეო რგოლის ჩვენება, სადაც ასახული იყო 1941-1945 წლების ომის კადრები და ომში მონაწილე გმირები საქართველოდან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს