პაპოშვილების საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
10-05-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, პაპოშვილების საჯარო სკოლის ბ კორპუსში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა მზიური გოგიტიძემ გაუწია.

სკოლის აღსაზრდელებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203