მუხრანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა კოდირების ხუთკვირიანი კურსი წარმატებით გაიარეს
10-05-2019
ამერიკის საელჩო  საქართველოში (US Embassy Tbilisi, Georgia) მიიჩნევს, რომ კოდირების სფეროში ქალთა რაოდენობა საგრძნობლად დაბალია და რეგულარულად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში გოგონებისა და ქალების გაძლიერებაზე. 

საელჩოს მიერ ამ მიზნით განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთში მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის-  „ბური“ (კლუბს ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დოლიშვილი ) წევრები ჩაერთნენ.

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა კოდირების ხუთკვირიანი კურსი წარმატებით გაიარეს.

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები არიან - ა. თათარაშვილი; მ. გოგოლაშვილი; ა, პაპიაშვილი; ქ. ბაინდურაშვილი; ა. ძიძიშვილი; ნ. მინაგორაშვილი; ა. მეხატიშვილი; რ. ეგიაშვილი.

„განსაკუთრებულ მადლობა - ჯეისონ ენდერსს, რომელმაც მოიწადინა და ჩაატარა ეს სწავლება“, - აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაციის და კლუბის - „ბური“ წევრები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203