ჯოჭოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
10-05-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჯოჭოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შემაკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ასევე ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს