ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით აქცია მოეწყო
10-05-2019
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი: მაია არახამია) ინიციატივით „ერთი კვერცხის აქცია“ მოეწყო.
კლუბის წევრებმა შეაგროვეს კვერცხები სოფელში, სკოლის ეზოში დაანთეს ცეცხლი, შეღებეს და წითელი კვერცხები მიუტანეს ოჯახებში სოციალურად დაუცველებსა და მარტოხელა მოხუცებს.