დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
10-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი არაქალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლების, ლილით იორდანიანისა და არაქსი კონდიანის ხელმძღვანელობით, სოფელში მდებარე მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალთან ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიეძღვნა.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და 9 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა კი იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკთხეს.

წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203